“ერთი კაცი ვერ ვნახე არსებული რეჟიმის მომხრე” – ნათალეშვილი კისისხეველებს შეხვდა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთის რეგიონის ამომრჩეველს ხვდება. შალვა ნათელაშვილი დღეს თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ჩავიდა და ადგილობრივებს წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო.

სოციალური პრობლემები, უმუშევრობა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ის მთავარი გზავნილებია, რაზეც ლეიბორისტების ლიდერს ადგილობრივი მოსახლეობა ესაუბრა.

“ერთი კაცი ვერ ვნახე არსებული რეჟიმის მომხრე, ხმის მიმცემი ან დამცველი მაინც. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სასიამოვნო და კარგი ნიშანი იმისა, რომ შემოდგომაზე, 8 ოქტომბერს, ქართველი ხალხი მოიცილებს მჩაგვრელ რეჟიმს და გასწევს გზას ახალი სიმაღლეებისაკენ,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის მოადგილედ ეკატერინე სხილაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაპატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი დამტკიცდა