ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში

მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში. სოფელ ჭალადიდში, თვითმხილველთა ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლით სავსე არხში გადავარდა.

ავტომანქანის მძღოლი, 65 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავდნენ მზაგვრებიც, მათ შორის 11 წლის მოზარდი. თუმცა, ექიმების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 2 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი დაპირისპირება ვერაზე – პოლიციამ ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიარაჭაში მესამე დღეა 23 წლის ახალგაზრდას ეძებენ