ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში, რომელსაც 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა.

არსებული ცნობებით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ავტომობილის მძღოლი დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“ტრამპი საზღვარგარეთ უფლებამოსილებებს აჭარბებს” – აშშ-ში ჩატარებული ამომრჩეველთა გამოკითხვების შედეგები
შემდეგი სტატია„ბიბისიმ“ საკუთარი დარღვევები აღიაროს და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორებას პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით” – შალვა პაპუაშვილი