ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3240 ლარი გახდა

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ რამდენიმე პუნქტით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3240 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0335 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5771 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6126 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0355 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიჰემონდმა პუტინი შეადარა კაცს, რომელმაც ეს-ეს არის ცოლის ცემას დაანება თავი
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამომზეურება არ შეიძლება ვინმესთვის კარგი ყოფილიყო