რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რაკეტებით, მართვადი ავიაბომბებით და უპილოტო აპარატებით იერიში მიიტანა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათი კი მძიმედ დაშავდა, – ინფრმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის სამიზნედ ქალაქში სამოქალაქო პირების საცხოვრებელი შენობები იქცა.
იერიშის შედეგად, 30 კერძო სახლი დაზიანდა და ერთი განადგურდა.
რუსეთის არმიამ ხარკოვში ასევე დაბომბა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.

















