რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ამობრუნდა.
დაშავებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.