13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ერთი ბინა მთლიანად დაიწვა, მეორე კი ნაწილობრივ- ახალი დეტალები

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც “ინფო რუსთავს” თვითმხილველები ეუბნებიან, ცეცხლი თავდაპირველად კორპუსის მიმდებარედ, ეზოში შენახულ საწვავის კონტეინერს გაუჩნდა, რის შემდეგაც  გავრცელდა და პირველ სართულზე 2 ბინაში შეაღწია. ერთი ბინა მთლიანად დაიწვა, მეორე კი ნაწილობრივ.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები და ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს
შემდეგი სტატიაMDF: AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და კახა კალაძის პოზიციებს იწონებენ