ერთი ბატონის, ფეოდალის ხუშტურებზე ცეკვავს მთელი პარტია

“ეს არის ერთგვარი დაჯგუფება ერთი ბატონის, ფეოდალის ირგვლივ, მის ხუშტურებზე ცეკვავს მთელი ეს „პარტია“. ეს კლასიკური გაგებით პარტია არ არის,“ – ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა „ქართული ოცნებაზე” საუბრისას გააკეთა. ის მმართველი პარტიის მიერ ახალი სახეების ძებნის პროცესს გამოეხმაურა, რომელშიც როგორც ცნობილი ხდება, გუნდის სხვა ლიდერებთან ერთად, სოზარ სუბარიც არის ჩართული.

ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, თუკი პარტიაში განახლებაზეა საუბარი, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უნდა შეიცვალოს.

„განახლებაზეა საუბარი, მაშინ, პირველ რიგში, თავმჯდომარე უნდა გამოცვალოს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და სხვა თავმჯდომარე აირჩიოს, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით და საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ კლასიკური ევროპული გაგებით პარტია არ არის. იმ ხალხს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არის, ერთმანეთთან არანაირი იდეური ან ხედვითი ერთობა არ გააჩნიათ. ეს არის ერთგვარი დაჯგუფება ერთი ბატონის, ფეოდალის ირგვლივ, მის ხუშტურებზე ცეკვავს მთელი ეს „პარტია“. ეს კლასიკური გაგებით პარტია არ არის. ბარემ პირდაპირ შოთა გორგოძე მოიყვანონ 80-იანი წლებიდან და კომუნისტური პარტიის სხვა ფუნქციონერები, მართალია, სოზარი არ იყო კომუნისტი, მაგრამ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ამ სიტყვების ბრახა-ბრუხის უკან რეალური შინაარსი არ დგას,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტის პროექტს არაფერი ემუქრება, ყოველთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა და მომავალშიც ექნება
შემდეგი სტატიასაინკასაციო მანქანის დაყაჩაღებისთვის დაკავებული პოლიციელისა და მის თანამზრახველისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს