საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 19 მაისს 2.1628 ლარი იქნება. 18 მაისს ოფიციალური კურსი 2.1878 იყო.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.
19 მაისს ერთი ევროს 2.4377 ლარად იქნება შესაძლებელი.
2016 წლის 18 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1632 შეადგინა.