ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5744 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5744 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5744 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5598 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7734 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0500 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიცხვირში საჯაროდ თითი არ უნდა შეიყო და დანა ჩანგლით ჭამონ ესეც თუ არ იციან… – ელისაშვილი
შემდეგი სტატიარეგიონული განვითარების მინისტრი უცხოელ პარტნიორებს შეხვდა