ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4198 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4198 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4198 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4174 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6359 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6270 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0089 ლარი შეადგინა.

 

banner
წინა სტატიაში“მიუხედავად ჩემი ასაკისა, მემუარების წერა ნაადრევია” – მეჭიაური პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ახსოვდეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი