ერთდროულად შეიძლება იყო ძლიერი და ჰუმანური – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრინციპი “ხალხს შევეკითხოთ” მიუღებელია.

“ლაპარაკობენ ხალხის სახელით, მაშინ როდესაც აკაკი ზოიძის ინიციატივას – შევეკითხოთ ხალხს, მოჰყვა უარყოფა და პანიკა მთელ მათ გუნდში. ხალხს შევეკითხოთ პრინციპი მათთვის მისაღები არ არის.

ამ დღებში პოლიციის მოქმედებებში გამოჩნდა, რომ ერთდროულად შეიძლება იყო ძლიერი და ჰუმანური. აი ეს პრინციპი დანერგა ქართულმა პოლიციამ საკუთარი მოქმედებებით,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა დატოვეს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ინფორმაციას ავრცელებს