“ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა” – პრეზიდენტი ტრაგიკულ მოვლენებზე “ფეისბუქზე” წერს

საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე დუმილი არჩია 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას, სოციალური ქსელით ავრცელებს

,,9 აპრილის ტრაგედიამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაპოვნინა. ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა. უსამართლობაზე, ძალადობაზე ერის და ეროვნული სულის გამარჯვების დღეა!”-წერს საქართველოს პრეზიდენტი

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მყოფმა პრეზიდენტმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

banner
წინა სტატიაში9 აპრილის მემორიალთან შეკრებილებს პატრიარქმა საკვები გაუგზავნა
შემდეგი სტატია30 წელი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან – საგარეო უწყებამ დიპკორპუსს უმასპინძლა