ერთადერთი შანსი ივანიშვილის დამარცხების არის, რომ მაგიდა აუყირავო – სააკაშვილი

„ღია პლატფორმა“ – ამ სახელწოდების ერთობა ამსტერდამში ცოტა ხნის წინ შეიქმნა. საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დღეს ამსტერდამში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ჩავიდა და ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმება შედგა. ერთობის სამუშაო სახელწოდებაა „ღია პლატფორმა.“ ერთობის საბოლოო მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა.

დახურულ კარს მიღმა საუბარი, რამდენიმე საათი ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნაზე მიმდინარეობდა.

„აბსოლუტურად ღიაა კარები ყველასთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინდივიდუმების გაერთიანება. ყველა ასაკის, სქართველოს პატრიოტების, ქართული საქმის მკეთებლების. ჩვენ ქრისტიანულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებით,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარების შეცვლის ერთადერთი გზა ოპოზიციური ძალების გაერთიანებაა.

„არ შეიძლება დაჯდე კარტოჟნიკთან, შულერთან კარტის სათამაშოდ, იმიტომ რომ ყოველთვის მოგატყუებს. რა კარტებიც არ უნდა გქონდეს, რა დარწმუნებულიც არ უნდა იყო, იმ თამაშის წესებით არ უნდა ითამაშო. ერთადერთი შანსი ივანიშვილის დამარცხების და ამ შულერის დამარცხების არის, რომ მაგიდა აუყირავო, სადაც ის გეთამაშება და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მოქმედებებით,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის პოლიგონზე 2 მოქალაქის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა