“ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ხალხის ნებას წარმოადგენს”- ჰამილტონი

“საქართველო დასავლური მთავრობებისგან უფრო ნაკლებ ყურადღებას მიიღებს და უფრო ნაკლებ პრიორიტეტული გახდება. საქართველოს მნიშვნელობა დასავლეთისთვის – ევროპის, ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკისთვის ორ ფაქტორს ეფუძნებოდა: ერთი, ეს იყო იდეა, რომ საქართველო აშენებდა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ მმართველობას იმ სამეზობლოში, სადაც ეს ყველაფერი ძალიან იშვიათია და მას შეეძლო ამ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი ყოფილიყო. მას ხედავდნენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დემოკრატიზაციას, ლიბერალიზაციას… და თუ ეს პროცესი დასრულდება, საქართველო დასავლური მთავრობებისთვის პრიორიტეტების სიაში ძალიან დაბლა ჩაცურდება.

ვფიქრობ, სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. ერთ-ერთი ის იყო, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ახალი წელი მიულოცა. (მოგვიანებით, გაკეთდა განმარტება, რომ ახალი წელი გენერალურმა მდივანმა ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერს მიულოცა) ეს ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს… ამ მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს – მთავრობის, რომელზეც ვფიქრობ, დასავლური მთავრობების უმრავლესობა თანხმდება, რომ არალეგიტიმურია. ჩვენ უკვე ისეთი სიტყვების გამოყენებასაც კი ვიწყებთ, როგორებიცაა დეფაქტო პრემიერი, დეფაქტო თავდაცვის მინისტრი… ასე რომ, თუ ასეთ ენას ვიყენებთ, მაშინ ნამდვილად არ უნდა ვაგრძელებდეთ ფორმალურ დიპლომატიურ კორესპონდენციას მათთან”.

– განაცხადა ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკმა და “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, ბობ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში– განაცხადა ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკმა და “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, ბობ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: “საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას”
შემდეგი სტატია“ივანიშვილის სანქცირება იყო სიგნალი, რომ აშშ ხედავს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ავტორიტარულს, არამედ როგორც პრორუსულსაც… ეს ასევე დე ფაქტო აღიარებაა, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს”-ჰამილტონი