“ერთადერთი, რაც ვლადიმერ პუტინს ესმის, ზეწოლაა და პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა პუტინზე და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლა”, – ამის შესახებ განცხადება, ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა.
შაჰინის თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ვერ აიძულა.
“ვნახეთ, რა გააკეთეს მათ (რუსებმა) 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ, რა გააკეთეს მათ 2014 წელს ყირიმში, ვნახეთ, როგორ შეიჭრნენ უკრაინაში და ამას გააგრძელებენ, თუ საკმარისი არ დავანახეთ და მათზე რაიმე ზეწოლა არ მოვახდინეთ… ვფიქრობ, ერთადერთი, რაც ვლადიმერ პუტინს ესმის, ზეწოლაა და პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა პუტინზე და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლა, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს”, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
















