“ერთადერთი პრობლემა არის, რომ დღეს სამუშაოები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს” – მაია ცქიტიშვილმა ანაკლიაში მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა

ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მაია ცქიტიშვილი დღეს ანაკლიაში პირველად ჩავიდა. მაია ცქიტიშვილმა განმუხურის ბულვარი და მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა და ასევე ანაკლიის პორტის კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ბოლო ვადის შეცვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა, რადგან, მისი თქმით, შეთანხმება ინვესტორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან ამ დრომდე არაა მიღწეული.

„ამ პროექტის საჭიროების მიმართ კითხვა არ დგას არანაირი. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ როგორც ხედავთ, დღეს სამუშაოები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს. როგორც გითხარით, პროექტის მნიშვნელობა ჩამოსვლით თუ არჩამოსვლით არ განისაზღვრება. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ამ ეტაპზე წელს მხოლოდ არის დაგეგმილი, დაახლოებით, 6 000 პროექტი, სოფლის პროგრამის ჩათვლით და მე ნამდვილად არ ვარ ნამყოფი ყველა პროექტზე,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ენას ძვალი არა აქვს” – მიხეილ გიორგაძე მწერლების პრეტენზიებს პასუხობს
შემდეგი სტატიანატო დღეს მოდის საქართველოსკენ