ერთადერთი მშვიდობიანი გზა გახლავთ ვიწრო დერეფნის დატოვება ხელისუფლისთვის – ხუხაშვილი

“მოკლედ, უმრავლესობას ომი უნდა ორივე მხრიდან და ორივეს გამარჯვების იმედი აქვს.

მეგობრებო, ამ ომში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს პიროსის გამარჯვება იქნება, რადგან დამარცხდება საქართველო.

თუ ხელისუფლება გადატეხავს, ეს ნიშნავს, რომ უნდა დავემშვიდობოთ ევროპას.

თუ ოპოზია გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ შეშინებული და აგრესიული ხელისუფლების “კუდის მოქნევის” ფონზე მოხდება, საიდანაც მიღებული ზარალის მასშტაბის და რისკების შეფასება დღეს შეუძლებელია.

ერთადერთი მშვიდობიანი გზა გახლავთ ვიწრო დერეფნის დატოვება ხელისუფლისთვის, რათა ჰქონდეს მოტივაცია მშვიდობიანად და სახის შენარჩუნებით გაეცალოს მართვის სადავეებს.

სულ ამის თქმა მინდოდა… “,-წერს გია ხუხაშვილი

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – მადლობელი ვართ ჯო ბაიდენის უკრაინისთვის 450 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტის მოწოდების შესახებ გადაწყვეტილების გამო
შემდეგი სტატიავაშაძე – უნდა დავიწყოთ მუშაობა იმ თორმეტი პუნქტის შესასრულებლად, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა დაგვისახეს, ახალ წელს უნდა შევაბიჯოთ ევროპაში კანდიდატის სტატუსით