ერთადერთი მედიკამენტი, რომელსაც ვიღებდი და ისიც მას შემდეგ, რაც ყველა სიმპტომი გამოიხატა, ეს იყო პლაქვენილი

ერთადერთი მედიკამენტი, რომელსაც ვიღებდი და ისიც მას შემდეგ, რაც ყველა სიმპტომი გამოიხატა, ეს იყო პლაქვენილი, – ამის შესახებ „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პლაქვენილს 10 დღის განმავლობაში იღებდა და მედიკამენტის მიღებიდან რამდენიმე დღეში მას მშრალი ხველა აღარ ჰქონდა. ​

„დღეს ბევრი დებატებია პლაქვენილზე. გულახდილად გეტყვით, უკუჩვენება არ მიგრძვნია და პლაქველინის მიღებიდან რამდენიმე დღეში, მე მშრალი ხველა აღარ მქონდა. შესაძლოა, ვიდებატოთ ამ თემაზე, თუმცა მე არ ვარ სწორი ადრესატი, რომ ამ საკითხზე ვიდებატო. როგორც პაციენტი, გეუბნებით, რომ პლაქვენილის მიღებიდან რამდენიმე დღეში მშრალი ხველა აღარ მქონდა“ – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე 2019 წლის ანგარიში დისტანციურად წარადგინა
შემდეგი სტატიავინ დატოვა დევნილები დახმარების გარეშე!