აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიის გატანას გეგმავს.
ალიევის თქმით, ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდების ერთადერთი მარშრუტი საქართველო და თურქეთია.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადაა.
აზერბაიჯანი ასევე გეგმავს კასპიის ზღვაში წყალქვეშა კაბელის გაყვანას ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად.















