ერთადერთი გზა, რომ პუტინის დე ფაქტო ვეტო დაძლიო, არის საქართველოს ნატო-ში მიღება ევროკავშირში კვიპროსის გაწევრიანების მოდელით

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2019 00:11

ერთადერთი გზა, რომ პუტინის დე ფაქტო ვეტო დაძლიო, არის საქართველოს ნატო-ში მიღება ევროკავშირში კვიპროსის გაწევრიანების მოდელით

ერთადერთი გზა, რომ პუტინის დე ფაქტო ვეტო დაძლიო, არის საქართველოს ნატო-ში მიღება ევროკავშირში კვიპროსის გაწევრიანების მოდელით, – ეს განცხადება ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ერთადერთი წინაღობა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია.

„საქართველო აკმაყოფილებს თითქმის ყველა პირობას და მოთხოვნას, რათა გახდეს ნატო-ს წევრი. მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე არის ტერიტორიული დავა რუსეთთან, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ეხება. მაგრამ, თუ ჩვენ ამას საჯაროდ ვაღიარებთ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პუტინს აქვს დე ფაქტო ვეტო და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პირობებში, რუსეთი მუდამ დაბლოკავს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსასველელად არის საქართველოსთან ისე მოქცევა, როგორც ევროკავშირი მოიქცა კვიპროსის შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავთანხმდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც ევროკავშირის დათანხმდა კვიპროსის მიღებას, მაგრამ ამავე დროს, განვაცხადოთ, რომ ნატო-ს წესები და ვალდებულებები და მათ შორის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც ევროკავშირის წესები არ ვრცელდება კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილზე“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2019 00:11

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,820
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics