“ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია გააჩეროს ივანიშვილის მცდელობა საბოლოოდ გადააქციოს ეს ქვეყანა საკუთარ სათამაშოდ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ბრძოლა თავისუფლებისათვის იქნება დაუნდობელი და დაუღალავი:

“ძვირფასო მეგობრებო, ნათელია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენი თავისუფლება დგას იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური პარტია მიიღებს ამ დღეებში. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია გააჩეროს ივანიშვილის მცდელობა საბოლოოდ გადააქციოს ეს ქვეყანა საკუთარ სათამაშოდ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ ვგეგმავთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას, ხვალ გაცნობებთ. დღეს შემიძლია მხოლოდ გითხრათ, რომ ბრძოლა თავისუფლებისათვის იქნება დაუნდობელი და დაუღალავი, ამისათვის გათვალისწინებული ყველა კონსტიტუციური გზით. აქვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელმაც ჩვენს პარტიას მხარი დაუჭირა, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ერთადერთი იმედიც, მისი მომავალიც და გპირდებით, რომ თქვენს ნდობას გავამართლებთ!”-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკობა ხაბაზი სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის 79 ოლქს, 16 უბნის მონაცემების ბათილად ცნობას ან გადათვლის მოთხოვნით მიმართავს