“ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალური შანსი აქვს უმრავლესობით მოვიდეს, პარტია “ქართული ოცნებაა”

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს რეალური შანსი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში მოვიდეს, პარტია „ქართული ოცნებაა”.

“კვლევებს რაც შეეხება, ყველა კვლევა, რომელიც ტარდება (შიდა კვლევა, ასევე ბოლოს ჩატარებული არჩევნები მარტვილსა და გარდაბანში) ცხადყოფს, რომ ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ეს არის პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც აქვს რეალური შანსი, შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით, პარლამენტში მოვიდეს“,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიIRI კვლევის შედეგებს, დაახლოებით, 2 კვირაში გამოაქვეყნებს
შემდეგი სტატიათამარ ქალდანი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარსდგება