„ერთადერთი დღის წესრიგი რაც აქვს „ოცნებას”, არის ის, რომ შეინარჩუნონ კლანის მმართველობა მართლმსაჯულებაში“ – თინა ბოკუჩავა

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები – ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა. მიუხედავად ამისა, დეპუტატები აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებს მაინც გაითვალისწინებენ და პროექტშიც ასახავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსი განცხადებების არ სჯერა ოპოზიციას:

„მთავარი დღის წესრიგი ხელისუფლებისთვის იყო ამ კანონის ფორსირებულად მიღება, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, დარჩეს მართლმსაჯულების სისტემაში ხელმძღვანელი გავლენის მქონედ. ერთადერთი დღის წესრიგი რაც აქვს “ქართულ ოცნებას” – არის ის, რომ შეინარჩუნონ კლანის მმართველობა მართლმსაჯულებაში, რაც თავისთავად ემსახურება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესს,“-აცხადებს ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიმეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი ცდილობს დააკანონოს ივანიშვილის უკვე გაცხადებული პოლიტიკა – აბესაძე