ერთადერთი ალტერნატივაა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა – ომბუდსმენი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე

“თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ იქნება ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული, რა თქმა უნდა, ერთადერთი ალტერნატივა რჩება სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა და ერთ-ერთი ასეთი ფორმა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა” – აცხადებს სახალხო დამცველი ფარცხალაძე-თორდიას საკითხის კომენტირებისას. უჩა ნანუაშვილს გამოძიების პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და ამბობს, რომ ფარცხალაძის გამოკითხვა დაგვიანებით მოხდა -„კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ ჯერ საქმის გამოძიების მიმდინარეობას ვაკვირდებით”,-განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის შეფასებით, მაშინ, როდესაც დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ფარცხალაძის გვარს, სწორედ ის უნდა ყოფილიყო ერთ -ერთი პირველი, ვისი დაკითხვაც უნდა მომხდარიყო.

banner
წინა სტატიაშინარმანია ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატია“ციანიდის საქმეზე” სასამართლო პროცესების სრულად დახურვა უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს