ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა, გიორგი მარგველაშვილია – სარალიძე

ზაზა სარალიძე “ფეუსბუქის” საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ახალი გამოძიების ჩატარებას აზრი არ აქვს, ვინაიდან მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული, ხოლო ნივთმტკიცებები განადგურებულია. სარალიძე ამბობს, რომ ის მმართველ გუნდს არ ენდობა, რადგან ისინი მის მოტყუებას ცდილობენ:
“მივმართავ სრულიად საქართველოს.
განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა.
განურჩეცლად რელიგიური მრწამსისა.
დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა.
მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება.
მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული.
ნივთმტკიცებები განადგურებულია.
თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი.
ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი,რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს.
გამოდის,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.
ერთად ერთი ადამიანი მთავრობიდან ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი:
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.
მადლობა პრეზიდენტს,მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას.
არც ერთ მართველი გუნდის წარმომადგენელს არ ქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი.
როგორ ვენდო მათ რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი.” წერს სარალიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიპანკისიდან ქისტები ჩამოვლენ – მაჩალიკაშვილი პარლამენტთან დილიდან მივიდა
შემდეგი სტატიასუბელიანმა შსს ღამის 03:00 საათზე დატოვა