ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას – ზაალ უდუმაშვილი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და 9 საათიანი “კურიერის” წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა მიმართა.

“გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა მიმართა. მისი თქმით, რუსთავი2 უკვე ორ წელზე მეტია გაუსაძლის პირობებში უწევს მუშაობს. ჩვენ დღეს ერთად უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას , რომ ვერ შეეხება სიტყვის თავისუფლებას. დღეს თუ “რუსთავი2” დაეცა ეს სრულიად მედიას შეეხება, რადგან ხვალ აღარ იქნება მედია საშუალება, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გააშუქებს. “რუსთავი2” არ არის მხოლოდ თანამშრომლების ერთობლიობა, ეს არის ერთ ღირებულების მქონე ადამიანების თავშეყრა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავალი. სწორედ ამიტომ ვერ გაგვტეხეს დღემდე, სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება.

სახელმწიფო მანქანა ძალიან ძლიერია, შეუძლია დაჩაგროს ადამიანების ჯგუფი, მაგრამ ამ შემთხვევაში ანდზა ძალა აღმართს ხნავს ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2″- მა მაუწყებლობა განაახლა
შემდეგი სტატიამაია ასათიანი: მზე ოქროყანიდან არ ამოდის საქართველოში