“ერთად სინათლის საძიებლად” – მზადება მათე დევიძის სოლიდარობის მარშისთვის

ერთი წელი მათე დევიძის ტყვეობიდან – სინდისის პატიმრის მხადასაჭერად თბილისში დღეს სოლიდარობის მარშია დაანონსებული. “ერთად სინათლის საძიებლად” – ასე ჰქვია მსვლელობას, რომელიც აქციის მონაწილეებმა დააორგანიზეს.

მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე შიეკრიბებიან და მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე ჩავლენ, იმ ადგილას, სადაც 21 წლის მუსიკოსი დააკავეს.

მომიტინგეებს სურთ, ამ საპროტესტო მარშით კიდევ ერთხელ დაანახონ “ოცნების” ხელისუფლებას, რომ მათი ბრაზი და პროტესტი არსად წასულა.

“დღეს არის ზუსტად 1 წელი, რაც მათე დააკავეს და ეს არის შეხსენება რეჟიმისთვის, რომ ჩვენ დღესაც ვიბრძვით, არ ვჩერდებით. სჯიან, უბრალოდ, პატრიოტ ადამიანებს, რომელთაც უყვართ სამშობლო და იბრძიან ნათელი მომავლისთვის. დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათესთვის, ასევე დანარჩენი პატიმრებისთვის და რეჟიმისთვისაც, რომ მათ ვახსენებთ: “არ ვნებდებით”. დღესაც, ამდენი ბრძოლის, უსამართლობის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ, არ ვჩერდებით და ეს არის ჩვენი გაუტეხლობის დადასტურება და ბოლომდე ასე იქნება. არ გავტყდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ სამართალი არ იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობს მათე დევიძის და.

მსვლელობას შეუერთდება სინდისის პატიმარი ნიკა კაციაც, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ საზოგადოების ბრზაი აუცილებლად იფეთქებს.

“ბრაზი ნამდვილად არის ის, რაც მეც გამაჩნია და აუცილებლად მინდა, რომ ეს ბრაზი დავინახო იმ საზოგადოებაში, რომელმაც პირველმა გაიგო მათეს შესახებ. სხვათაშორის, მათე არის ის ბიჭი, რომლის სთორიც პირველად რომ დავდე გასულ წელს, რაღაცნაირად, სოლიდარობა თვითონ გაჩნდა და ვიფიქრე, რომ რატომ უნდა იყოს ეს კაშკაშა ადამიანი გისოსებში და ხომ შეიძლებოდა, მის მაგივრად ვყოფილიყავი მე. ეს იყო გულსწრფელი ემოცია. საერთოდ რომ არავინ იყოს, ერთი ადამიანი არ უნდა არსებობდეს საქართველოში, ვინც უსამართლოდ შეიძლება, იყოს გისოსებში. ამიტომ მჯერა, რომ ის ბრაზი აუცილებლად იფეთქებს, იმიტომ, რომ წინ 28-აც და დღევანდელი დღეც სიმბოლურია ჩემთვის, ყველას ველოდები!”, – ამბობს ნიკა კაცია.

მათე დევიძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ციხეში 4 წელით და 6 თვით გაუშვა. მას ბრალდება პოლიციელზე თავდსხმას ედავება. სააპელაციო სასამართლო მისი საქმის განხილვას ხვალ იწყებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირთან დიალოგი შს მინისტრის სანქცირებული მოადგილის გამო ჩაიშალა?!
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა ქვეყანას 1/3 ჩამოაჭრა ემიგრაციის სახით” – მიხეილ სააკაშვილი