„ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ” – ამ ლოზუნგით მოქალაქეები ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
შაბათის ტრადიციული მარში დღეს უკავშირდება ტვ. პირველის ეთერში გასულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.
მსვლელობის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები შემდეგი წარწერებით: ,,სისტემა უნდა დაინგრეს”, ,,სისხლიანი 14 წელი”, ,,როცა პოლიცია ძალადობს, ვის მივმართოთ?!”.
ასევე უჭირავთ საპროტესტო აქციის დროს დაშავებული იმ მოქალაქეების ფოტოები, რომელზეც მათი თქმით, პოლიციამ იძალადა.















