ერთ წელიწადში მსოფლიოში სამი მილიონი ლტოლვილი გაჩნდა

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2001 წელს გაეროს ლტოლვილთა საქმის სააგენტოს თხოვნით დაარსდა – ლტოლვილთა შესახებ ჟენევის კონვენციის შექმნიდან 50 წლის შემდეგ. ამ კონვენციით პირველად განისაზღვრა “ლტოლვილის” მნიშვნელობა და დადგინდა სახელმწიფოს ვალდებულება გადაადგილებული პირებისთვის თავშესაფრის მიცემის შესახებ. ლტოვილი ქვია პირს, რომელსაც დასაბუთებული რასობრივი, რელიგიური, პოლიტიკური ან სოციალური ჯგუფის კუთვნილების გამო პრობლემები აქვს და არ სურთ ან არ შეუძლია საკუთარ სამშობლოში დაბრუნება.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, 2017 წელს თავშესაფარი სულ 100 ათასმა ადამიანმა მიიღო, თუმცა, იმავე წელს სირიაში, ბირმაში, კონგოსა და სუდანში მიმდინარე შეიარარებული კონფლიქტების გამო სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი, რომლებმაც თავშესაფრის მიცემის შესახებ თხოვნით სხვადასხვა ქვეყნებს მიმართეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში, ბამბის ველზე მუშაობის დროს 110 ადამიანი მოიწამლა
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: მას შემდეგ, რაც ბიძინეს უწიგნური უწოდა, შენგელაია აღარაა კულტურის გამოჩენილი მოღვაწე?