ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს იმდენივე პოლიტპატიმარი ჰყავს, რამდენიც რუსეთს – ვალტონენი

საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია.

„სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ“, – აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულისთვის ბათუმში უკრაინის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიარუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძალიან მნიშვნელოვანია, ვიხილოთ საქართველო ევროპულ გზაზე, თუმცა კვლავ შეშფოთებული ვართ დემოკრატიის თვალსაზრისით იქ განვითარებული მოვლენებით