ერთ პარტიაში გარიგების შედეგად მიღებული დოკუმენტი – გიორგი აბაშიშვილი კონსტიტუციის ახალ პროექტზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, კონსტიტუციის ახალ პროექტს, ერთ პარტიაში გარიგების შედეგად მიღებულ დოკუმენტს უწოდებს. აბაშიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულობას აზიანებს.

“ჩვენ ვნახეთ ერთი პოლიტიკური პარტიის ყრილობა, რომელმაც მიიღო გარკვეული დოკუმენტი და საზოგადოებას შესთავაზა, რომ იზეიმონ პარტიის შიგნით არსებული შეთანხმება თუ მე დავარქმევდი ამას პირდაპირ გარიგება. სამწუხაროდ, ქართული დემოკრატია ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დავაყენეთ და სამწუხაროდ, ძალიან ფორსირებულად დღეს მივიღეთ ის დოკუმენტი, რის შესახებ საუბარი მათ შორის, არც საკონსტიტუციო კომისიაში და არც საერთო სახალხო განხილვებზე არ ყოფილა,” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება. პლენარულ სხდომამდე დოკუმენტს მუხლობრივად განიხილავენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

დღესვე იგეგმება მეორე მოსმენით სესიაზე მსჯელობაც. პროექტს სავარაუდოდ ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. მმართველ გუნდს ოპოზიციის გარეშე მოუწევს ამჯერადაც განხილვაც და მეორე მოსმენით კენჭისყრაც.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუცია დაარქვეს იმას, რასაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ეთანხმება – ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს