25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ერთ კვირაში მეორედ — ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მედიის წარმომადგენელზე განხორციელებული უკვე მეორე თავდასხმაა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირები სასამართლომ 7-7 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს ჟურნალისტზე განხორციელებული ორი ჯგუფური თავდასხმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს — ამოღებულია სარეალიზაციოდ დაფასოებული 50 შეკვრა “მეთადონი”
შემდეგი სტატიაბათუმში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს