ერთ კვირაში გახდება ცნობილი, გამართავენ თუ არა საქართველოში კონცერტებს უცხოელი ვარსკვლავები

დიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“ რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრს

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ გახდება ზუსტად ცნობილი, ჩამოვლენ თუ არა საქართველოში მომღერლები რობი უილიამსი და ეროს რამაზოტი.

მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით, მინისტრი ვერ ადასტურებს, ნამდვილად გამართავენ თუ არა ეს მომღერლები საქართველოში კონცერტებს.

“კულტურული ღონისძიებები აპრილის თვიდან დაიწყება და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, ეს იქნება თბილისის გარდა, სხვა ქალაქები. დაახლოებით ერთ კვირაში, მედიას გავაცნობთ ინფორმაციას, პროექტის ბიუჯეტის, ღონისძიებების გამართვის ადგილების, მონაწილეების ვინაობის და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ. რობი უილიამსის ჩამოყვანა იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე”, – განაცხადა გიორგაძემ და აღნიშნა რომ A კლასის მომღელების კონცერტები რეგიონებში ვერ გაიმართება, რადგან ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისით, ეს რთული იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონცერტები იქნება ფასიანი.

როგორც მან განმარტა, რეგიონებში ქართველი მომღერლების კონცერტები გაიმართება.

“ეს ხელს შეუწყობს, რომ რეგიონებშიც გახალისდეს კულტურული ცხოვრება, რაც პოზიტიურ და ტურისტულად მიმზიდველ იმიჯს შეუქმნის საქართველოს”, – განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, პროექტი “Hit ბათუმი” წელსაც ჩატარდება და ის ივნისში გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება