ერთ კაცზე ეს ქვეყანა არ უნდა ეკიდოს, ჩვენ ვიბრძვით არა სახელების ჩანაცვლებისთვის, არამედ რეალური, გარდამტეხი ცვლილებებისათვის – უგულავა

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, მნიშვნელოვანი ამომრჩეველმა გაიგოს სრული სიმართლე, თუ რატომ ვერ შეჯერდა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე რეგიონებში.
ამავდროულად, უგულავამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს, თუ რა არის სწორი გზა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისათვის.
„არჩევნების წინ, ჩვენმა ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ სრული სიმართლე, მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, რომლებიც წუხილით კითხულობენ, რატომ არ არის ერთიანი კანდიდატი ან რატომ არის მარტო თბილისში საერთო კანდიდატები და არა რეგიონებში. ოპოზიციური ელექტორატის იმედგაცრუებას სწორედ ეს იწვევს და ამიტომაც, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე ცოდნოდა და ამ სიმართლეს ვერ უარყოფს ვერც სააკაშვილი და ვერცერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მათ ეს ძალიან კარგად იციან და ბევრი მათგანი წუხს კიდეც ამაზე.
ამასთანავე, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, ჩვენ მათ უნდა ვანახოთ გზა, ამ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ვერ შეჯერდა ერთიან კანდიდატზე, რა არის სწორი გზა ივანშვილის არჩევნებით ჩამოშორების.
სწორედ ეს არის, რომ პირველი, 40%-ზე ნაკლები აიღოს ივანიშვილის ოცნებამ, მეორე, დანარჩენი ოპოზიცია იყოს მეტი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და მესამე, კოალიციური მთავრობა სააკაშვილის პერსონალური მონაწილეობს გარეშე. სწორედ ეს არის ის სამი კომპონენტი, რაც საზოგადოებმა უნდა იცოდეს. საზოგადოებას სურს ივანიშვილის წავლა, გარდამტეხი ცვლილებები, მაგრამ ამავდროულად, ეშინიათ, რადგან არ სურთ ივანშვილის სააკაშვილით ჩანაცვლება. ამიტომ, კოალიცია არის ის, რასაც ხალხი უჭერს მხარს, 70% ჩვენი მოქალაქეების არის განსხვავებული შეხედულებების, რომლებიც უჭერენ მხარს მრავალპარტიულობას.
ივანიშვილთან ერთად ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს, ერთ კაცზე ეს ქვეყანა არ უნდა ეკიდოს და ჩვენ ვიბრძვით არა სახელების ჩანაცვლებისთვის, არამედ რეალური, გარდამტეხი ცვლილებებებისათვის.“ – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიაქ. ახლა, გამოიწერე ნაკრები
შემდეგი სტატიალაშა დარსალია საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება