ერთ-ერთი ვერსიით ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს. დამნაშავემ სავარაუდოდ ჯერ კაცი-რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქალი გადააგდო ჩანჩქერში. წყვილის 4 წლის შვილს მდგომარეობა და ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია. ​
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისინი შემთხვევის ყველა ვერსიაზე მუშაობენ და იკითხება ყველა პირი, ვისაც მომხდარზე შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და ლორა სმიტი გარდაცვლილები იპოვეს. მათ 4 წლის შვილს კი მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ..
პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

banner
წინა სტატიაშილე პენის პარტიას სახელმწიფო დოტაცია შეუჩერეს
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ