ერთ-ერთი ტერორისტი პურს აცხობდა და რეპს ასრულებდა

ერთ-ერთი ტერორისტი პურს აცხობდა და რეპს ასრულებდა

parizi teraqti 5პარიზის ტერაქტებში მონაწილე ერთ-ერთი ჯიხადისტი პურის მცხობელად მუშაობდა და გადაღებულია რეპ-ვიდეოში
ფრანგულმა ტელეარზმა BFM გამოიძია ერთ-ერთი ტერორისტის, ომარ ისმაილ მოსტეფაის ბიოგრაფია, რომელიც სხვა ტერორისტებთან ერთად მონაწილეობდა პარიზის თეატრ „ბატაკლანში“ მომხდარ ტერაქტში.
მოსტეფაი რამდენჯერმე ფიგურირებდა სისხლის სამართლის საქმეებში, მაგრამ არც ერთხელ არ ჰქონდა მისჯილი სასჯელი და ამდენად, არც ციხეში იმყოფებოდა.
მას ჰყავს ორი შვილი, ის მუშაობდა მცხობელად პარიზის საფუნთუშეში. ტელეარხი ასევე იტყობინება, რომ 2009 წელს ის გადაიღეს ეპიზოდურ როლში, ფრანგი რეპ-მომღერლის კლიპში.
მეზობლები ახასიათებენ მოსტეფაის როგორც თავშეკავებულ და ზრდილობიან ადამიანს.
მოსტეფაი იყო ტერორისტებს შორის პირველი, ვისი იდენტიფიცირების მოხდენა გახდა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა
შემდეგი სტატიალევან იზორია – გამოძიება არა უკრაინულ ვებ-გვერდზე ატვირთული მასალების, არამედ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო