ერთ-ერთი ტერორისტი პარიზში საბერძნეთიდან ჩავიდა

French police with protective shields walk in line near the Bataclan concert hall following fatal shootings in Paris, France, November 14, 2015. REUTERS/Christian Hartmann

პარიზში განხორციელებული ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელსაც სირიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა, საფრანგეთში საბერძნეთის გავლით ჩავიდა. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ამის შესახებ საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნიკოს ტოსკასმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სირიის მოქალაქემ რეგისტრაცია ოქტომბრის დასაწყისში, ლეროსის კუნძულზე გაიარა.
ფრანგული მხარის ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი საფრანგეთის მოქალაქე იყო, ის ფრანგული სპეცსამსახურებისთვის, ისლამისტებთან კავშირების გამო იყო ცნობილი.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებლის ცხედრის შემოწმებისას, ეგვიპტის მოქალაქის პასპორტი აღმოაჩინეს.
ფრანგული მედია იტყობინება, რომ სტადიონ “სტად დე ფრანსთან” ტერორისტები ბელგიის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილით მივიდნენ. ფრანგი სამართალდამცველები ამჟამად შეატ-ის მარკის შავ ავტომობილს ეძებენ.
პარიზში განხორციელებული ტერაქტების გამო ბრუსელის გარეუბნებში რეიდები ჩატარდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ფრანგული მედია ასევე იტყობინება, რომ ერთ-ერთი ტერორისტი სავარაუდოდ, ქალი იყო.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა თავდასხმებისთვის დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიკიდევ რომელ დედაქალაქებს ემუქრება ,,ისლამური სახელმწიფო,, სისხლის გუბეებით…?
შემდეგი სტატია(ვიდეო) ,,კურიერის” ქუდი მარსელიეზათი დაიწყო