ერთ-ერთი რაკეტა კიევში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მოხვდა

რთული მდგომარეობაა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილშიც. გასულ ღამეს დაიბომბა ქალაქი ხარკოვი. სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ერთ-ერთი რაკეტა კიევში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი საცხოვრებელი კორპუსი და ერთი საავადმყოფო განადგურდა. დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

გარდა ამისა, მძიმე სიტუაცია უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სევეროდონეცკში, რომელსაც ახლა რუსი აგრესორები აკონტროლებენ.

“ქალაქ სევეროდონეცკს ბოლომდე რუსები აკონტროლებენ, ცდილობენ ქალაქში “რუსული წესრიგი” დაამყარონ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალაქის ზედამხედველად თავიანთი ადამიანი დანიშნეს. რაც შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურას, ის ბოლომდე განადგურებულია, შეუძლებელია რაიმე აღადგინო. ჩვენი არმია ყველაფერს გააკეთებს, რომ ქალაქი დაიბრუნოს. აზოტის ქარხნიდან ადამიანები ნელ-ნელა გამოდიან და რუსები მათ თავიანთი პროპაგანდისთვის იყენებენ. ჩვენმა სამხედროებმა ქალაქის შემოგარენი გაამაგრეს. შეეცდებიან, მტერს ახალი პოზიციებიდან შეუტიონ და ქალაქი გაათავისუფლონ”, – ამბობს სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტრიუკი.

 

წინა სტატიაშიკიევის დაბომბვა კასპიის ზღვიდან განხორციელდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ერთად რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავს