ერთ-ერთი მძიმე სცენარი იქნება თუ ასოცირებული ტრიო დაიშლება – დეკანოიძე

ხელისუფლების ანტიდასავლურმა კამპანიამ შეაფერხა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი – როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ღიად უწოდებს ყველაზე დიდ და ძველ პარტიას, “ევროპის სახალხო პარტიას” კრიმინალების პარტიას, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე და ასეთი განცხადება არ გაუკეთებია ვლადიმერ პუტინსაც კი, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

დეკანოიძე აცხადებს, რომ მძიმე იქნება თუ საქართველო „ასოცირებულ ტრიოს“ გამოეყოფა.

“დიდი იმედი გვაქვს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ყველაზე რეალური ალბათ, არის, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით, როგორც არსებობს წინასწარი ინფორმაცია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება და მე ვისმენ პესიმისტურ განცხადებებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლების აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიას, ეს იქნება სრულად “ქართული ოცნების”, მათ შორის ივანიშვილის დანაშაული და პასუხისმგებლობა, რადგან კონსტიტუციით ყველა ინსტიტუტმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებები და ინტეგრაცია არ დაირღვეს. ერთ- ერთი მძიმე სცენარი იქნება ის, თუ „ასოცირებული ტრიო“, დაიშლება, ჩვენ ვიყავით ლოკომოტივი ამ ტრიოში, ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა იყო საქართველო და სამწუხაროდ, დღეს ვისმენთ, რომ საქართველო არ არის იმ დონეზე და იმ ხარისხში როგორც არის უკრაინა და მოლდოვა. უკრაინელების თავგანწირვამ დააჩქარა ეს პროცესი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარმოუდგენელმა ანტიდასავლურმა კამპანიამ შეაფერხა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი. მაშინ, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ღიად უწოდებს ყველაზე დიდ და ძველ პარტიას “ევროპის სახალხო პარტიას” კრიმინალების პარტიას, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე და ასეთი განცხადება არ გაუკეთებია ვლადიმერ პუტინსაც კი”, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავივა მედში სასამართლო დაიწყო – ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს