ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია – გომელაური “ხარებაზე”

“ბატონი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც არის დირექტორი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის – ეს ადამიანი თითქმის 30 წელია, რაც მუშაობს, ჩემთან ერთად – ე.წ. ხარება, როგორც თქვენ უწოდებთ, მას ბევრი რაღაცა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა, ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია.

მესმის რატომ გინდათ მისი დისკრედიტაცია, “გავწიროთ, გომელაურიც გადადგეს, ხარაზიშვილიც გადადგეს” […] მესმის, რომ არ მოგწონთ ჩემი ყოფნა, ბატონი ზვიადის, “ხარებას” ყოფნა”. – თქვა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადვოკატის, ანა გახოკიძის თქმით, აქციის ერთ-ერთ მონაწილე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე “ხარებამ”, მასზე ფიზიკურად იძალადა.

banner
წინა სტატიაშიასე არ იქცევიან ევროპაში, ასე იქცევიან რუსეთში – მშვენიერაძე გრიგორიადისზე
შემდეგი სტატიააბსოლუტურად უინტერესოა ლავროვის შეფასებები – ბოჭორიშვილი