ერთ-ერთ პირველ „უვიზო“ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია

ერთ-ერთ პირველ „უვიზო“ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია. Wizzair-ის საიტზე ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით ავიაბილეთები უკვე აღარ იყიდება. ფრენა 28 მარტს, 05:45 საათზე შესრულდება, ბუდაპეშტში კი მგზავრები ევროპული დროით 07:00 საათზე ჩაფრინდებიან.

ქუთაისიდან 06:00 საათზე ფრენა შესრულდება ასევე საბერძნეთის ქალაქ სალონიკში (ბილეთის მინიმალური ფასი 221.59 ლარი); 12.35 საათზე კვიპროსში, ლარნაკაში (115.19 ლარიდან); 21.55 საათზე კი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში (157.59 ლარიდან). Wizzair-ის საიტზე მითითებული ინფორმაციით, ყველა რეისზე დღეს 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

პირველი „უვიზო“ პირდაპირი რეისი კი თბილისიდან, 04:55 საათზე, ვარშავის მიმართულებით შესრულდება. პოლონური LOT-ის საიტზე ბილეთის ფასი 557,3 ლარიდან იწყება.

05:15 საათზე Aegean Airlines შეასრულებს რეისს თბილისი-ათენი, რომლის მგზავრები პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ჟურნალისტები და სტუდენტები იქნებიან.
05.35 საათზე Lufthansa თბილისი-მიუნხენის პირდაპირ ფრენას შეასრულებს. ბილეთის მინიმალური ფასი 1362 ლარია.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში ზვავის ჩამოსვლას სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ
შემდეგი სტატიატრამპის სიძე თეთრ სახლში ინოვაციულ სამმართველოს უხელმძღვანელებს