თეა წულუკიანი : ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოზე დღესაც შემორჩენილია 2012 წლის ზაფხული

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაში დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელი ერიოს.

თეა წულუკიანმა “TV პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ყველას ახსოვს 2012 წლის არჩევნებამდე, როგორ მუშაობდნენ კუდ-ის თანამშრომლები და ცდილობდნენ მოეპოვებინათ ფარული ჩანაწერები. ამიტომ, წულუკიანი გამორიცხავს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები იყოს უფრო გვიანდელი.

“ჩვენ – ყველას, ვინც საჯარო სცენაზე ვიყავით, გვახსოვს, 2012 წელს არჩევნებამდე იყო დაგეგმილი შეტევა ქალებზე, რომ ჩვენ დაგვდევდნენ, თუ რამეს ჩაიწერდნენ, ბოროტად უხაროდათ და შეუთვლიდნენ ხოლმე – აი ჩვენ რა გვაქვს და ასე და ასე მოიქეცი… თუ ვერ ჩაგწერდნენ, მაშინ იმედგაცრუებული სახეებით დადიოდნენ ხოლმე, ჩვენ – ყველას დაგვდევდნენ. ეს გვახსოვს. ამიტომაც გამოვრიცხავ, რომ ის კადრები, რომლებიც გავრცელდა, იყოს უფრო გვიანდელი – უფრო მეტიც, არათუ გამოვრიცხავ, არამედ, როგორც პროკურატურა ამბობს, ფაქტებით და მტკიცებულებებით, ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც გავრცელდა, დღესაც შემორჩენილია 2012 წლის ზაფხულის თარიღი, ამიტომ, ამაზე მტკიცებულებითი კუთხითაც ვერ იქნება დავა. რაც შეეხება მათ შემდგომ პერიოდს, მე, პირადად, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფოს ხელით (აქ იგულისხმებიან ჩინოვნიკები, რომლებიც სახელმწიფოს ხელია) ამას აკეთებდნენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი ტექნოლოგიების პრიობებში, ვერ გამოირიცხება, რომ ერთმა პირმა მეორეს ფარული ჩანაწერი გააკეთოს. ამის მაგალითად, წულუკიანმა ეკა მიშველაძის და ალექსი პეტრიაშვილის საქმე მოიყვანა და დადებითად შეაფასა მიშველაძის გადაწყვეტიელბა, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

“ბევრმა იცის რომ განსხვავებული აზრის, ოპოზიციონერობის გამო, ეს ვიდეოები მაშინაც ვრცელდებოდა და ყოფილა შემთხვევები, უთქვამთ, რომ ტელეფონიდან ტელეფონში გადადის. ახალი ტექნოლოგიების ერაში დრო სჭირდება იმას რომ მიაკვლიო, რამდენ ხელში გაიარა ვიდეომ, ვინ ჩაიდინა ჩაწერის, გავრცელების და გამოქვეყნების დანაშაული. ამაზე როგორც ჩემთვის ცნობილია, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს გამომძიებელიც და პროკურორიც”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ქარდავა: „კარასინმა აიწყვიტა!“
შემდეგი სტატია“ქალბატონო ინგა, შეგიძლიათ დაცულად იგრძნოთ თავი”- თეა წულუკიანი ინგა გრიგოლიას პასუხობს