29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ერთ დღეში ოქრო 13 ლარით გაიაფდა

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 137 დოლარით დაეცა და 4 541 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 2.9%-ით არის შემცირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ოქრო 2.3%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 46%-იანი ზრდა ფიქსირდება.

მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 8.75 დოლარით (-10.3%) შემცირდა და 1 უნცია 75.89 დოლარი გახდა.

მიუხედავად დღიური კლებისა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 7.8%-ით გაძვირდა, ხოლო წლიურად 162%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, აქაც შემცირდა როგორც ოქროს, ისე ვერცხლის ფასი. კერძოდ, ოქრო ერთ დღეში 13 ლარით გაიაფდა, ვერცხლი კი 0.7 ლარით.

დღეს 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 398 ლარის ფარგლებში ღირს, მაშინ როცა გუშინ მისი ფასი დაახლოებით 411 ლარი იყო.

საქართველოში ვერცხლის ფასი დღეს 6.8 ლარს შეადგენს, გუშინ კი 7.5 ლარი იყო.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო: 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს პირველად აღვნიშნავთ ილია II-ის გარეშე
შემდეგი სტატიატაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა