ერთ ჩანაწერში არის აკუმილირებული დანაშაულების მთელი წყება – წამება, გატაცება, ძალით მოპოვება მტკიცებულებების

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანი საუბრობს იმ საქმეებზე, რომლის „დალაგებაშიც“ ხელისუფლებას დაეხმარა.

ნიკა გვარამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გეგმების განმახორციელებელია. გვარამიას შეფასებით, „რუსული ფენომენია,“ როდესაც ქვეყანაში შეირაღებული ბანდფორმირებები არსებობს და ამაზე სწორედ მირზა სუბელიანი საუბრობს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

ნიკა გვარამიას შეფასებით, მმართველი გუნდის წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში სკანდალურ აუდიოჩანაწერს ამართლებენ.

„მოგვწონს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არა, თუ ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმი არის დამნაშავე და ჩვენ გუშინ ვუყურეთ, რომ ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, აქ გვაქვს საუბარი გაცილებით მძიმე დანაშაულებზე, რომელიც ოდესმე კი წაუყენებიათ „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ ერთ ჩანაწერში არის ეს აკუმილირებული და ეს არ არის დასასრული. ერთ ჩანაწერში არის აკუმილირებული დანაშაულების მთელი წყება – წამება, გატაცება, ძალით მოპოვება მტკიცებულებების, რეკეტი ბიზნესის, შეიარაღებული ბანდფორმირებები, ეს მაინც არ ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ვიდაოთ დანარჩენზე,“ – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ყველაფერს გავაკეთებ, “რუსთავი 2”-ს კი არა, ჩემი სისხლის უკანასკნელ წვეთს გამოვიყენებ იმისთვის, რომ აფხაზეთზე იმის მთქმელი, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა და ომთან, მე როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ვინც დავიწყე ყველა საერთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ, სიცოცხლეს დავთმობ საკუთარს, რომ ადამიანი, რომლის წიგნები და გამონათქვამები ჰააგაში წარდგენილია საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებებად, ის ვერ გახდეს ქვეყნის პირველი პირი,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, მოთხოვნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა,” როგორც დანაშაულებრვი ორგანიზაცია, ისე გასამართლდეს არასწორია.

ნიკა გვარამიამ ირმა სოხაძის კრიტიკას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ენმ-ის რევანშის ეშინია.

“მე მეშინია თქვენი სიძის, ხელისუფლებიდან მისი მეგობრების, რომლებიც თავში ჩარტყმას აპირებენ,” – მიმართა ნიკა გვარამიამ ირმა სოხაძეს.

ნიკა გვარამიას თქმით, ამ ყველაფრის დასასრულს საპრეზიდენტო არჩევნებზე საზოგადოების აქტიურობა წარმოადგენს.

 

https://youtu.be/ZFrV9UpHRrk

 

banner
წინა სტატიაშისასაცილოდ გამოიყურება პარტია, რომელიც გვაყურებინებდა სასტიკ კადრებს
შემდეგი სტატიაშავი ზღვის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეზღუდვის საკითხს ავტორიზაციის საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს