ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, დაბა ბაკურიანში, სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია, ჯამში, 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი.

კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მორები შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. სამართალდარღვევის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით პატრულირებას შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები ახორციელებენ. ნებისმიერ გამოვლენილ კანონდარღვევაზე ტარდება შესაბამისი სანქციები“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერი დღეს ზელენსკის რუსეთის შესაძლო აგრესიიდან დასაცავი გეგმის შესამუშვებლად შეხვდება
შემდეგი სტატიაგაერო ჰუმანიტარული დახმარების ბიუჯეტს 50%-ით ამცირებს