ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ოფციონებით 51 მილიონი დოლარი შეიძინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) თებერვალში სავალუტო ბაზრიდან 101.3 მლნ დოლარი შეისყიდა.

თანხის ნაწილის, 50 მილიონის შეძენა სავალუტო აუქციონებზე მოხდა, მეორე ნაწილი – 51.3 მლნ ახალი ინსტრუმენტის – სავალუტო ოფციონების განაღდებით. აღნიშნული ინსტრუმენტი სებ-მა წელს სავალუტო აუქციონების ალტერნატივად შეიმუშავა.

იანვარ-თებერვალში ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ჯამში 350 მლნ ლარის ოფციონები მიყიდა.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ეროვნულ ბანკს 500 მლნ ლარის სავალუტო ოფციონები აქვს განთავსებული. მფლობელ ბანკს მისი განაღდება მაშინ შეუძლია, როცა ლარი-დოლარის კურსი ბოლო 20 დღის საკურსო მაჩვენებელზე დაბალია.

თებერვალში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.41 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.23 პროცენტით გაუფასურდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი კი, აშშ დოლარის მიმართ 2.6550-დან 2.6940-მდე შეიცვალა, ანუ 1.5 პროცენტით დაეცა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის და „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ერთიანდება
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი ქალის ახლობლებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგი აქცია გამართეს