ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 30 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქარტველოს ეროვნულმა ბანკმა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2100 შეადგინა.

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 18 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი – 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი – 77 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 400 მილიონ დოლარზე მეტის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

banner
წინა სტატიაში“გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერ-მინისტრება”
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – საქართველო განიხილება ერთ-ერთ ქვეყნად, სადაც შესაძლოა, მონოკლონურ ანტისხეულებზე კლინიკური კვლევები დაიწყოს