ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 449 650 000 დოლარი გაყიდა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე : ყველა ბერკეტი, რომლითაც ლარი უნდა ყოფილიყო გამყარებული, მოშლილია
შემდეგი სტატიასარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება