საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით ოდნავ გამყარდა.
ახალი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6181 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.6191 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებით 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0205 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0214 ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევრო ლართან 0.0009 ლარით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური კურსი ძალაში ხვალიდან შევა.














